ხელსაწყოების ინდუსტრია

Ronix-ის პროგრესს განაპირობებს ბრენდის უწყვეტი განვითარება. 2004 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, ჩვენი თანმიმდევრული ყურადღება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე უცვლელი დარჩა. ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი იდენტობის საფუძველი. ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს ინდუსტრიულ სტანდარტებს, რაც იძლევა გამძლეობის, სიზუსტისა და საუკეთესო შესრულების გარანტიას. ჩვენ გვჯერა, რომ სწორ ინსტრუმენტებს აქვთ ოსტატობის ამაღლების უნარი და არა მხოლოდ აადვილებს მუშაობის პროცესს, არამედ ხდის მას გამორჩეულს.

თანამშრომელი
950

დაარსება
2004

ქვეყნები
+90

წლიური ბრუნვა
110 მილ€

ჩვენ ვართ რონიქსი

ბიზნესის წარმატებული ზრდა ეყრდნობა ამბიციური და გამოცდილი ლიდერების გუნდს. ეფექტური ბიზნეს ხელმძღვანელობა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, ქმნის და ავითარებს პოზიტიურ სამუშაო გარემოს, ამოტივირებს თანამშრომლებს და სახავს ამბიციურ მიზნებს ორგანიზაციის მასშტაბით. წარსულის განხილვისას, Ronix-ის ლიდერებმა და მენეჯერებმა დიდი გავლენა მოახდინეს და გულმოდგინედ წარმართეს კომპანიის სვლა წარმატებისკენ. ნება მოგვეცით წარმოგიდგინოთ Ronix-ის გუნდის ლიდერები, რომლებმაც უნიკალური როლი ითამაშეს ჩვენი კომპანიის დღევანდელ მიღწევებსა და წარმატებებში. 

ინსტრუმენტები, რომლებიც მორგებულია ყველა საჭიროებაზე, მოლოდინსა თუ ბიუჯეტზე

Ronix-ში ჩვენი საქმისადმი ერთგულება ქმნის პრემიუმ ხარისხის ხელსაწყოებს. ჩვენი კვლევის და განვითარების დეპარტამენტი პასუხისმგებელია ყველა ასპექტზე, მომხმარებელთა საჭიროებების სიღრმისეული ანალიზიდან დაწყებული დამთავრებული ხარისხის მკაცრი კრიტერიუმებით  კონტროლით და რეალურ პირობებში პროდუქციის ტესტირებით. 2000-ზე მეტი დასახელების ხელსაწყოების ფართო არჩევანით და 34000 სხვადასხვა სათადარიგო ნაწილით, ჩვენ ვართ თქვენი მტკიცე პარტნიორი, რომელიც მზადაა პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი მთავარი მისიაა Ronix-ში შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის ხელსაწყოების ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასებში, რაც უზრუნველყოფს, რომ ხარისხი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხარისხი ყოველთვის ძვირი არაა.

საქართველოს ფილიალი

2023 წლის 23 ოქტომბრიდან შპს „რონიქს თულზ საქართველო” წარმოადგენს კომპანია RONIX Co. LTD-ს ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. ჩვენს გვერდზე დაცული ნებისმიერ ინფორმაცია წამოადგენს კომპანიის საკუთრებას და უნებართვოდ მისი არასწორად გამოყენება ისჯება კანონით.

2 წლიანი საგარანტიო პირობები:

პირველი წელი:

1.1 ელექტრო ინსტრუმენტების საგარანტიო მომსახურება და შეკეთება მწარმოებლის მოთხოვნების და ნორმების დაცვის შემთხვევაში წარმოებს საქართველოში შპს. „რონიქს თულს საქართველოს“ მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრებში

1.2 შპს. „რონიქს თულზ საქართველო“ საგარანტიო პრეტენზიებს განიხილავს მხოლოდ სათანადად შევსებული საგარანტიო ტალონის და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის (სალაროს ჩეკი ან უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენის შემთხვევაში

 1.3 საგარანტიო ვადის ათვლა იწყება გაყიდვის დღიდან. ონლაინ მიწოდების შემთხვევაში ნივთის ჩაბარების დღიდან.

1.4 ქარხნული წუნი: კომპანია ვალდბულია ელექტრო ინსტრუმენტი შეცვალოს გაყიდვიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში - ტექნიკური სამსახურის დასკვნის საფუძველზე

1.6 მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა პერიოდულად შეამოწმოთ პროდუქცია ავტორიზირებულ სერვის ცენტრში.

1.7 ჩვენი საგარანტიო ვალდებულება ვრცელდება, მხოლოდ გარანტიის პერიოდში აღმოჩენილ ხარვეზებზე, რომელიც გამოწვეულია წარმოებისას დაშვებული ქარხნული დეფექტისგან

2.გარანტიის პირობები არ ვრცელდება, გაუმართაობაზე:

2.1როდესაც არ იქნა დაცული მომხმარებლის მიერ, პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებული ექსპლუატაციის პირობები, პროდუქტის გამოყენება არა დანიშნულებისამებრ, არასწორი შენახვის, აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენება თუ ეს არ არისმწარმოებლის მიერ გათვალისწინებული. 2.2 როდესაც პროდუქტის შიდა და გარე ნაწილების მექანიკური დაზიანება (გატეხვა, ბზარები და დაშლა) დგინდება, ასევე, ძირითადი და დამხმარე სახელურებზე, მაგისტრალურ ელექტრონულ კაბელზე, რომელის დაზიანებაც გამოწვეულია გარე ზემოქმედებიდან ან სხვა ზემოქმედებიდან

2.3 როდესაც ხვდება სავენტილიაციო სისტემაში სამსშენებლო მასალები ან სამშენებლო ნივთიერებები, ან პროდუქტში მოხდება ჩასხმა ან შეღწევა სამშენებლო მასალების ან ნივთიერების, გარდა მასალებისა და ნივთიერებისა, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის გამოყენებისას და საჭიროა მუშაობისას.

2.4 უარყოფითი ატმოსფერული და სხვა გარე ფაქტორების დროს, როგორიცაა წვიმა, თოვლი, მაღალი ტენიანობა, გადაცხელება, აგრესიული გარემო, ინსტრუმენტზე მითითებულ ელექტროენერგიის ქსელის პარამეტრების შეუსაბამობა.

2.5 როდესაც პროდუქტის დაზიანება ხდება გაუთვალისწინებელი კატასტროფების გამო, ბუნებრივი კატასტროფები, მათ შორის ფორსმაჟორულიც (ცეცხლი, მეხი, წყალდიდობა და სხვა ბუნებრივი მოვლენები), ასევე დენის ცვალოდბადობის და სხვა მიზეზებით, რომლებიც მწარმოებელის კონტროლს არ ექვემდებარება.

2.6 ავტორიზირებული სერვისის გარეთ ინსტრუმენტის გახსნის, შეკეთების ან მოდიფიცირების შემთვევაში.

2.7 დეტალებზე და გადაბმებზე რომლებზეც აღენიშნება ბუნებრივი ცვეთის ნიშნები მაგალითად: წამყვანი ქამრები და ბორბლები, ნახშირის ჯაგრისები (მცოცავი კონტაქტები), საკისრები, რედუქტორების გადაადგილება, რეზინის ბეჭდები, ზეთის ბეჭდები, მიმართულების გორგოლაჭები და ა.შ.

2.8 შესაცვლელ და ცვეთად ნაწილებზე: ცანგაზე, აბრაზიულ დისკებზე, ფილტრებზე, გადაბმულ დანებზე (ჯაჭვზე), მტვრის დამცავზე და ა.შ.

2.9 ინსტრუმენტის გადატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გაუმართაობაზე (მექანიკური და ელექტრო გაუმართაობა), რის შედეგადაც გამოვა მწყობრიდან ორი ან მეტი ნაწილი ერთსა და იმავე დროს, მაგალითად: როტორი და სტატორი, ორივე სტატორის ხვეულა, ან სხვა კომპონენტები და მათი ნაწილები. პროდუქტის გადატვირთვის აშკარა ნიშნებისას, მაგ: პროდუქტის ნაწილების და კომპონენტების გაუფერულება, დეფორმაცია ან შერწყმა, ჩაბნელება ან კარბონიზაცია, ელექტროძრავის სადენების იზოლაცია მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ.

2.10 მოცილებული, წაშლილი ან შეცვლილი საქარხნო ნორმით ინსტრუქციაზე

2.11 პროფილაქტიკურ მომსახურებაზე, როგორიცაა გასუფთავება დაზეთვა, გამორეცხვა და ა.შ.

2.12 აკუმულატორებზე და ბლოკებზე

საგარანტიო სამუშაოების მაქსიმალური ვადა შეადგენს 20 (ოც) კალენდარულს დღეს, ხელსაწყოს სარემონტოდ ჩაბარების დღიდან.

მეორე წელი:

უფასო სერვისი და დიაგნოსტიკა. მომხმარებელი ანაზღაურებს მხოლოდ შესაბამისი სათადარიგო ნაწილების ღირებულებას.

მიწოდების პირობები:

1. ადგილზე მიტანა უფასოა თბილისის მასშტაბით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში (ნივთების წონა არა უმეტეს 3 კგ.)

2. ადგილზე მიტანა უფასოა საქართველოს ქალაქებში 500 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში (არა უმეტეს 5კგ.)

3. ადგილზე მიტანა უფასოა საქართველოს მასშტაბით 1000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში (არა უმეტერს 5კგ.)

4. ადგილზე მიტანა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ხორციელდება საკურიერო სერვისით (თბილისი-10 ლარი) და  საქართველოს მასშტაბით DHL-ით, რომლის  ფასი განისაზღვრება  ინდივიდუალურად წონის და ზომების მიხედვით (10-50ლარი)

5. კომპანიის ანგარიშზე ასახვის შემდეგ აქტიურდება საკურიერო მიტანის სერვისი რომელიც:

5.1 თბილისის მასშტაბით ხორციელდება არა უმეტეს 36 საათისა თუ გადახდა ხორციელდება 14:00 საათამდე

5.2 საქართველოს მასშტაბით არა უმეტეს 72 საათისა თუ გადახდა ხორციელდება 14:00 საათამდე

5.3 განსხვავება დასაშვებია დასვენების / დღესასწაულების პერიოდში და სპეციალური რეგულაციების დროს

საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა 

1. საქონლის უკან დაბრუნება მომხმარებელს შეუძლია პირადად 7 დღის ვადაში თუ იგი აღმოჩნდა ქარხნული წუნით, ხოლო ონლაინ გაყიდვის შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თუ არ მოხდა ნივთის გამოყენება

2. საქონლის დაბრუნება შესაძლებელია თუ წარმოდგენილია ყველა თანმდევი საბუთი (დოკუმენტი), საგარანტიო ფურცელი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეფუთვას (მარკირება) აგრეთვე არ აქვს  დეფექტები, რომელიც შეუძლებელს გახდის მის შემდგომ რეალიზაციას

3. საქონელი, რომელიც დაზიანდა მომხმარებლის არა სწორი ექსპლუატაციის გამო (იხ. საგარანტიო პირობები) დაბრუნებას არ ექვემდებარება

თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

 1. თანხა მომხმარებელს უბრუნდება იმავე ანგარიშზე საქონლის დაბრუნების შემთხვევაში (გარდა გაწეული ხარჯისა)

2. ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს უბრუნდება იმავე ანგარიშზე  (გარდა გაწეული ხარჯისა)

3. დუბლირებული გადახდილი თანხა მომხმარებელს უბრუნდება იმავე ანგარიშზე  (გარდა გაწეული ხარჯისა)

კონფიდენციალურობა

1. მომხმარებლის შესახებ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია 

2. მომხმარებლის ინფორმაცია კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს სარეკლამო და პრომო აქციების შეტყობინებისათვის